Tevzebi - Tevzis instinqtebi da gamravleba

 

საქართველოს მტკნარი წყლების თითქმის ყველა თევზი, გამბუზიის გარდა, მრავლდება ქვირითობით - მდედრი დებს ქვირითს რომელსაც მამალი ანაყოფიერებს. სქესობრივ სიმწიფეს სხვადასხვა ჯიშები ასაკში აღწევენ. ასევე მაგალითად ქარიყლაპია ცხოვრების მეორე წელიწადზე, გველთევზა მერვე და სვია კი მეთერთმეტე წელიწადზე მწიფდება. როგორც წესი თევზები ქვირითობენ რამოდენიმეჯერ თავისი ცხოვრების განმავლობაში, არიან ისეთებიც რომლების ქვირითობის შემდეგ იღუპებიან (ქარიყლაპია და გოჭა).

თევზების უმრავლესობა ქვირითობს გაზაფხულზე: ჭაფალა, რიპუსი, პელედი, კალმახი კი შემოდგომაზე სხვადასხვა ჯიშის თევზი წვირითობს წყლის სხვადასხვა ტემპერატურაზე. ასე ორაგულისებრთაგანი 3-8 გრადუსზე, ქორჭილა 7-8 გრადუსზე, ნაფოტა 10 გრადუსზე, კაპარჭინა 12-14 გრადუსზე, კობრი და გოჭა 15 გრადუსზე მაღლა.

თევზებს ხშირად განსაკუთრებულ საზრიანობას მიაწერენ. ყვებიან მონადირეთა ისტორიებს წერების და იდების შესახებ, რომლებმსაც ოჩხის თავსახურების ახდა შეუძლიათ. კაპარჭინების შესახებ, რომლებიც ძუას წყლის ზედაპირზე აჰყოლიან და მეთევზის დანახვისთანავე წყლის იღრმეში გაუჩინარებულან. ჭკვიანი კობრების შესახებ ასეთი ტვინიკოსი ბოლოს დარტყმით მოაშორებს სატყუარას ნემსკავს და მშვიდად მიირთმევს მას. ეშმაკი ქორჭილების შესახებ, რომლებიც თავიანთ ნაკლებად აზრიან ამხანაგებს ნემსკავისგან განდევნიან ხოლმე.

ამ ისტორიების უმრავლესობა მთხრობელთა წარმოსახვის ნაყოფია, მაგრამ არსებობს მაგალითები, რომლებიც თითქოს ადასტურებს თევზების გააზრებულ მოქმედებებს.

ანა ჭკვიანურად არ გვეჩვენება ქვირითობის ადგილების ძებნისას ორაგულების ხანგრძლივი მოგზაურობები? ან მახათებში შემჩნეული შთამომავლობის დაცვა? ან ის ხერხი, რომლითაც შხეფიები მოიპოვებენ საკვებს? ეს თევზი წყალსატევის გარშემო ხეებიდან მწერებს პირიდან წყლის ჭავლით ყრის და შემდეგ იჭერს მათ. ჭკვიანურად ვსახავთ იმ თევზების ქცევასაც, რომლებიც ბადის მახეებს, მეთევზეთა სქელ და უხეშ მკედებს ერიდებიან.

როგორ შეიძლება ავხსნათ თევზების ეს ჭკვიანური ქმედებები? ეს დიდმა რუსმა ფიზიოლოგმა ი.პ. პავლოვს აქვს ახნილი. მრავალი ექსპერიმენტისა და დაკვირვების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ყველა ცხოველს ორი სახის მოქმედება ახასიათებს უპირობო-რეფლექსური და პირობით რეფლექსებთან დაკავშირებული. უპირობო-რეფლექსური მოქმედება ცხოველებში დაბადებიდან არის ჩადებული, მისი შემუშავება დიდი ხნის განმავლობაში და მრავალ თაობაში ხდებოდა და გარშემო მიმდინარე ცვლილებებზე ორგანიზმის ინსტინქტური რეაქციების ჯაჭვისგან შედგება.

ცხოველების, მათ შორის, რა თქმა უნდა, თევზებისაც, ცხოვრებაში პირველხარისხოვან როლს კვებითი რეფლექსი ასრულებს. თევზების კვებითი რეაქციები ძალიან მრავალფეროვანია. მტაცებელი თევზები ცოცხალი ნადავლით კვებებიან, მათ განსაკუთრებით მსხვერპლის მოძრაობა იზიდავთ. სცადეთ ქორჭილებიანი აკვარიუმის ფსკერზე მკვდარი კოღოს მატლის მოთავსება, ქორჭილები მას არანაირ ყურადღებას არ მიაქცევენ. მაგრამ, საკმარისია აკვარიუმში ცოცხალი მატლი ჩავაგდოთ, რომ თევზები გუნდურად გაექანებიან მისკენ, ამასთან მატლი მათ შორის ყველაზე მკვირცხლს შეხვდება.

არანაკლებ თვალსაჩინოა მტაცებლების დამოკიდებულება ხელოვნური სატყუარების ბრჭყვიალა სატყუარებისადმი. უძრავი ბრჭყვიალა სატყუარა ვერცერთ მტაცებელს ვერ აცდუნებს, ყველაზე მეტს კი ის სატყუარა დაგვაჭერინებს, რომელიც მოძრაობისას უფრო ზუსტად გაიმეორებს ცოცხალი თევზის მიერ გამოწვეულ წყლის რხევას.

მტაცებლები მსხვერპლის მდგომარეობასაც აქცევენ ყურადღებას. ზოგიერთ წყალსატევში წერი ნემსკავზე დასმულ მკვდარ თევზს ეცემა ხოლმე. მაგრამ წერი არასდროს ეცემა თევზს, თუ ის მუცლით ზევით დაცურავს ან ფსკერზე გვერდულად წევს. ამიტომ გამოცდილი მეთევზეები ნემსკავზე მკვდარი თევზის დასმამდე მის მუცელში ტყვიის მოგრძო ნაჭერს უდებენ პირიდან. ასეთი თევზი ჭერისას წყალში სწორ ჰორიზონტალურ მდგომარეობას იკავებს მუცლით ქვევით.

მშვიდობიან თევზებში საკვების სიგნალ არა მხოლოდ საგნის შესახედაობაა, არამედ მის მიერ გამოცემული სუნიც.

მრავალი თაობის განმავლობაში თევზებს განუვითარდათ ნადირობის ყველაზე მიზანშეწონილი ხერხები. როგორც ვიცით, წერი, ქორჭილა წყლის მცენარეებს შორის ძნელად შესამჩნევი არიან და ჩვეულებრივ ჩასაფრებული ნადირობენ. სწრაფად მცურავი თევზები თინუსი, ორაგული ნადავლის დაწევას შეეგუენ. მწერებზე ნადირობის თავისი გასაოცარი ხერხიც შხეფიამ წინაპრებისგან მიიღო მემკვიდრეობით.

სახეობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანდაყოლილი რეფლექსების ჯაჭვი, რომლებიც შთამომავლობაზე ზრუნვასთან არის დაკავშირებული.ინსტინქტურად ყველა თევზი ისეთ პირობებში ტოფობს, რომლებშიც ქვირითი ყველაზე უკეთ ვითარდება. ამიტომ ზოგი თევზი წყნარ წყალში ტოფობს, სხვები სწრაფ დინებაში, მესამეები კი ქვირითობის მოსახერხებელი ადგილების ძიებაში ხანგრძლივად მოგზაურობენ. ასევე უპირობო რეფლექსია ცხოველების სწრაფვა თავისუფლებისკენ. ხაფანგში დაჭერილი მხეცი, კაკანათში მოხვედრილი ფრინველი, ბადეში გაბმული თევზი ყველანაირად ცდილობენ გათავისუფლებას.

თავისუფლების რეფლექსი ძალიან ძლიერია. გალიაში მოხვედრილი ფრინველი ან აკვარიუმში ახლად ჩასმული თევზი ხშირად უარს ამბობენ საკვებზე და ზოგჯერ შიმშილისგან ღუპებიან კიდეც. თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ტყვეობაში ცხოველები იწყენენ და თავისუფლების მონატრებისგან იღუპებიან. ცხოველები ადამიანები არ არიან და მათი ქცევების გაადამიანურება არ შეიძლება. უბრალოდ, ასეთ შემთხვევებში თავისუფლების რეფლექსი კვებისაზე ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე.

ცხოველთა ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს თავდაცვის რეფლექსი. თევზს არა მხოლოდ აშკარა მტრის ეშინია, არამედ ეჭვით ეპყრობა ყველანაირ უცხო საგანს. ისინი შეიძლება შეაშინოს საგნის შესახედაობამ, მათ მიერ გამოცემულმა ხმაურმა, მათმა სუნმა და ყალზე დაცემულმა ჩრდილმაც კი. თევზების სხვადასხვა სახეობას სიფრთხილე თანაბრად არ აქვს განვითარებული. ჩვენი თევზებიდან ყველაზე ფრთხილებად შეიძლება მივიჩნიოთ კობრი, კაპარჭინა, კალმახი, ყველაზე ნაკლებად ფრთხილებად კი ქორჭილა, თავდიდა.

ცხოველებს საფრთხის თავიდან აცილებაში ასევე ეხმარება მკვლევარის რეფლექსი ან რეფლექსი ეს რა არის? რა არის მისი არსი?

ყოველი ცხოველი უცნობ ვითარებაში მოხვედრისას ან უცნობი საგნის დანახვისას, აკვირდება მას, ყურს უგდებს, ყნოსავს, ცდილობს გაარკვიოს, რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება მას. მაგრამ უცნობ საგანთან მიახლოების გარეშე ვერ გაარკვევ, რას შეიძლება მისგან ელოდო. და ცხოველიც სძლევს შიშს და ცდილობს მდგომარეობაში გარკვევას.

ასე იქცევიან თევზებიც. ყოველ სპინინგით მოთევზავეს უნახავს, თუროგორ მიჰყვებიან ბრჭყვიალა სატყუარას მასზე მნიშვნელოვნად მცირე ზომის თევზები. ეს მკვლევარის რეფლექსის გამოვლინებაა.

არ არის გამორიცხული, რომ ბევრი თევზის მიდგომა ბგერისადმი აიხსნება არა კვებითი, არამედ ასევე მკვლევარის რეფლექსით, რომელიც, მას შემდეგ, რაც თევზმა ნადავლი აღმოაჩინა, კვებითში გადადის.

ინსტინქტები ყოველთვის მუდმივი არ არის. აშკარაა, რომ ოდესღაც ორაგულები ოკეანეში ტოფობდნენ. მაგრამ მდინარეებში ნაკლები მტერი აღმოჩნდა, ქვირითის მოსამწიფებლად უფრო ხელსაყრელი პირობები და ინსტინქტი შეიცვალა ორაგულებმა სწრაფი დინების მქონე მდინარეებში დაიწყეს ტოფობა.

ლადოგის კალმახი ისევე, როგორც ორაგული, ქვირითობისთვის მდინარეებში შედის. ამასთან ის ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მიდის ხოლმე. აი იანის-იარვის ტბაში აკლიმატიზებული ლადოგის კალმახი კი ტოფობისთვის ტბიდან გამომდინარე მდინარეში იანის-იოკიში ეშვება. ინსტინქტი იმიტომ შეიცვალა, რომ იანის-იარვის ტბას არცერთი ისეთი მდინარე არ უერთდება, რომლებშიც ტბის კალმახისთვის მოსახერხებელი ქვირითობის ადგილები არის.

არცთუ დიდი ხნის წინ Vimba vimba vimba ფინეთის ყურიდან მდინარე ნარვაში ადიოდა ტოფობისთვის და ტოფობის დასრულებისთანავე ყურეში ბრუნდებოდა. ნარვაზე კაშხლის აშენების შემდეგ თევზის გუნდები ყურისგან მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ. ახლა Vimba vimba vimba შეეგუა ახალ პირობებს, ის მდინარეებში ნარვასა და ველიკაიაში და ჩუდის ტბაში ცხოვრობს და მრავლდება. მაგრამ ცხოვრების პირობების ცვლილებასთან ერთად ინსტინქტები ყოველთვის არ იცვლება. მაგალითად, ვოლხოვზე ელექტროსადგურის აშენებამ ქვირითობის ჩვეული ადგილებისკენ გზა ჩაუკეტა სიგებს და მათი პრაქტიკულად სრული გადაშენება გამოიწვია.

მოცემული ცხოველის ქცევას, რომელიც შეძენილი გამოცდილებით იხსნება, ი.პ. პავლოვი პირობით-რეფლექტორულ მოქმედებას მიაკუთვნებს. აღმოჩნდა რომ, მიუხედავად თევზების თავის ტვინის პრიმიტიული მოწყობისა, მათში პირობითი რეფლექსების გამომუშავება აკმაოდ სწრაფად ხდება. მეცნიერებმა მრავალი საინტერესო ცდა ჩაატარეს თევზებზე. მათი გამეორება რთული არ იქნება მათთვის, ვისაც აკვარიუმი აქვს.

აკვარიუმში ძაფით ჩაუშვით წითელი მძივის მარცვალი. თევზები აუცილებლად გასინჯავენ მას. იმავე მომენტში საკვებ კუთხეში ჩაყარეთ თევზების საყვარელი საკვები. არაერთხელ გაიმეორეთ ცდა და რაღაც ხნის შემდეგ თევზები მძივის მოქაჩვის შემდეგ საკვები კუთხისკენ გაემართებიან, მაშინაც კი თუ საკვებს არ შევთავაზებთ. შეცვალეთ წითელი მძივი მწვანით, ოღონდ მასთან ერთად საკვები არ ჩაყაროთ. თევზები მას არ შეეხებიან. მაგრამ შეიძლება თევზებს ხელახლა ვასწავლოთ მწვანე მძივის დაქაჩვა და წითელზე უარის თქმა. თევზებს შეიძლება გამოვუმუშავოთ პირობითი რეფლექსი ხმაზეც. თუ თევზების კვებას ზარის ხმას დავამთხვევთ, მალე ისინი ამ ხმაზე საკვების არასებობისასაც გაემართებიან საკვები კუთხისკენ. მეტიც, ცდები გვიჩვენებს, რომ თევზებში პირობითი რეფლექსის გამომუშავება შეიძლება სხვადასხვ ტონის ბგერებზე.

ლოქო-კალიქტებს Callichthys callichthys ერთი ტონის ბგერაზე კვებავდნენ, მეორეზე კი ცხვირში წკირს ურტყამდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ ლოქოები მოცურდებოდნენ პირველი ტონის ბგერის გაგონებაზე, მეორეს გაგონებაზე კი აკვარიუმის შორეულ კუთხეში იმალებოდნენ.

შეძენილი ჩვევების მნიშვნელობის თვალნათელი ილუსტრაციაა შემდეგი ცდა: აკვარიუმი, რომელშიც წერი იმყოფებოდა, შუშით გატიხრეს და გადატიხრულ ნაწილში ცოცხალი თევი გაუშვეს. წერი მაშინვე გაემართა თევზისკენ, მაგრამ, შუშაზე რამდენჯერმე მიჯახების შემდეგ შეწყვიტა უსარგებლო მცდელობები. როდესაც შუშა ამოიღეს, მწარე გამოცდილების მქონე წერს არც კი უცდია თევზის დაჭერა.

სატყუარას ფრთხილად იღებს თევზი, რომელიც უკვე ყოფილა ნემსკავზე ან საჭმელად უვარგის ბრჭყვიალა სატყუარას ეცა. ამიტომ მიყრუებულ წყალსატევებში, სადაც თევზი რ იცნობს ადამიანს და ანკესს, ის უფრო თამამად იღებს სატყუარას, ვიდრე იმ წყალსატევებში, სადაც მეთევზეები ხშირად მიდიან. ამავე მიზეზით იქ, სადაც ბევრი წყალქვეშა მონადირეა, რთულია ევზთან მიახლოება ბარჯის თოფის გასროლის მანძილზე.

რამდენადაც თევზების სიფრთხილე მათ მიერ მიღებულ გამოცდილებასთან არის კავშირში, ბუნებრივია, რომ რაც მეტი ასაკისაა თევზი, მით უფრო ეჭვით ეპყრობა ყველანაირ უცნობ საგანს. დააკვირდით ხიდის ბურჯებთან მოცურავე ქაშაპების გუნდს. ზედაპირთან უფრო ახლოს პატარა ქაშაპები დაცურავენ, სიღრმეში კი მოჩანს დიდი თევზების მუქი სიგარისებრი სილუეტები. ჩააგდეთ წყალში კუტკალია თქაფუნი, და ის ერთ-ერთი დიდი ქაშაპის პირში ქრება. ახლა კუტკალიას სხეულში ალის ღერო გაუყარეთ და კვლავ წყალში ჩააგდეთ; დიდი ქაშაპი მიუახლოვდება, მაგრამ სატყუარას პირს არ დააკარებს და მხოლოდ წვრილ-წვრილი თევზები შეეცდებიან ჩალის ღეროგაყრილი კუტკალიას ჭამას.

იმისთვის, რომ თევზი სიფრთხილით მოეკიდოს უხეშ მოწყობილობას, სულაც არაა აუცილებელი ის თავად იყოს ნემსკავზე ნამყოფი. ნემსკავს წამოგებული ერთი თევზის მკვეთრმა მოძრაობებმა შეიძლება დააშინოს და დიდი ხნით დაძაბოს მთელი გუნდი, შეთავაზებული სატყუარასადმი მათი ეჭვიანი დამოკიდებულება გამოიწვიოს.

ოგჯერ თევზები მეზობლის მიერ შეძენილ გამოცდილებას იყენებენ. ამ მხრივ დამახასიათებელია სათხეველით გარშემორტყმული კაპარჭინას გუნდის ქცევა. თავიდან, ბრბოში მოხვედრილი თევზი ყველა მიმართულებით ეხეთქება. მაგრამ საკმარისია ერთ-ერთმა მათგანმა ისარგებლოს ფსკერის უთანაბრობით და მოახერხოს ლარის ქვეშ გაძრომა, რომ მთელი გუნდი მას მიჰყვეს.

ახლა გასაგებია ეშმაკი ქორჭილას ქცევაც, რომელიც სხვებს ატყუარიანი ნემსკავისგან ყრის. ცხადია, რომ ის უკვე იყო წამოგებული ნემსკავზე და სატყუარას აღებას უფრთხის, სხვები კი მის მაგალითს მისდევენ.

აკვარიუმში თევზებზე დაკვირვებით დაადასტურეს, რომ თევზები მართლაც იზიარებენ მეზობლის გამოცდილებას. შემდეგი ცდა ჩაატარეს. აკვარიუმი შუშის ტიხრით შუაზე გაყვეს და ერთ ნახევარში რამდენიმე Leucaspius delineatus ჩასვეს. აკვარიუმის კუთხეში ანთებდნენ წითელ ნათურას, რომლის უქიც თევზებს იზიდავდა. ნათურასთან მიახლოებისას მათ დენი არტყამდა და გარბოდნენ. რამდენიმე ცდის შემდეგ თევზები წითელი ნათურის ანთებისთანავე სხვადასხვა მიმართულებით მიცურავდნენ. შემდეგ აკვარიუმის მეორე ნახევარში რამდენიმე სხვა Leucaspius delineatus ჩასვეს. ნათურის ანთების შემდეგ ახლად ჩასმული თევზები მათი მეზობლების მსგავსად გაურბოდნენ წითელ სინათლეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ დენის დარტყმა არ მიუღიათ. ათი ცდის შემდეგ თევზების პირველი პარტია ამოიყვანეს, მაგრამ დარჩენილებს წითელ სინათლეზე უარყოფითი რეფლექსი შერჩათ.

ჩვეულებრივ თევზები დიდ ხანს არ ინარჩუნებენ პირობით რეფლექსებს და მათ ნასწავლი სწრაფად ავიწყდებათ.

როგორც ვხედავთ, თევზების ჭკუა, საზრიანობა და ეშმაკობა თანდაყოლილი ინსტინქტებით და სიცოცხლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილებით აიხსნება.

Tevzebis zoma da zrdis tempi

თევზის ზრდის ტემპი და ზომა, რომელსაც იგი აღწევს, სხვადასხვა წყალსატევებში განსხვავებულია და დამოკიდებულია გარემოს ჰიდრობიოლოგიური თვისებებისგან, რომელნიც თავის მხრივ დამოკიდებულია ფიზიკო - ქიმიურ, კლიმატურ და ნიადაგობრივ თვისებებზე (წყალსატევის).

ჰიდრობიოლოგიური რეჟიმის მიხედვით განასხვავებენ: მცირესაკვებიან, საკვებიან და უსაკვებო წყალსატევებს.

მცირესაკვებიანი წყალსატევები გამოირჩევიან გამჭვირვალე და ცივი წყლით, საკვები მარილების სიმცირით. წყლის რეაქცია ნეიტრალურთან ახლო, ჟანგბადით გაჯერება დადებითი, ფსკერი ქვიანია ან ქვიშიანი, სუსტათ განვითარებული წყლის მცენარეულობით. ესეთი წყალსატევები ძირითადად მაღალმთიან რაიონებშია განლაგებული.

საკვებიან წყალსატევებში წყალი ნაკლებად გამჭვირვალეა, კვებადი მარილებიც ზომიერად არის გაჯერებული. წყლის რეაქცია და ჟანგბადის რეჟიმი განსხვავებული, ფსკერი შლამიანი ან ქვიშიანი, კარგად განვითარებული მცენარეულობით. ასეთი ტიპის წყალსაცავებს განეკუთვნება მდორე მდინარეთა უმეტესობა და დაბლობის ტბები. უსაკვებო წყალსატებევი გამოირჩევა მუქი ფერის წყალით, მჟავე რეაქციით, ჟანგბადის ნაკლებობით. ასეთი ტბები არის კოლხეთის დაბლობზე.

თევზის ყოველი ჯიში ირჩევს გარკვეული ტიპის წყალსატევს, სადაც იგი საუკეთესოდ ვითარდება. კალმახი მცირესაკვებიან, კაპარჭინა, ფარგა და ქარიყლაპია საკვებიანს. ბუნებაში არის ბევრი წყალსატევი, რომელსაც გარდამავალი მდგომარეობა უკავია. ასეთ წყალსატევში ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ თევზის ზრდის ტემპი. მეთევზეს კი პირველ რიგში აინტერესებს თუ რა ზომის თევზზე უნდა ქონდეს გათვლა უცნობ წყალსატევზე თევზაობისას. ამისთვის არ არის საჭირო დეტალურად შეისწავლოთ წყალსატევი, ზრდის ტემპებს თქვენ პირველივე დაჭერილი თევზით გაარკვევთ.

მაგალითად ქორჭილა ნორმალური ზრდის პირობებში 2 წლის ასაკში აღწევს 20 გრამს, 3 წლის ასაკში 50-60 გრამს, 4 წლის ასაკში 150 გრამს აღწევს.

თუ გაირკვევა რომ თქვენს მიერ დაჭერილი და შესწავლილი ეგზემპლიარი 5 წლის ასაკში 50 გრამს იწონის. ესეიგი მისი ზრდისთვის აქ ცუდი პირობებია და მისი მაქსიმალური ზომა ამ წყალსატევში 200 გრამზე მეტი არ იქნება.

თევზის ასაკის განსაზღვრა მისი ქერცლით შეიძლება. თევზის ზრდასთან ერთად იზრდება მისი ქერცლიც, ეს ხდება ქვევიდან ახალი, უფრო დიდი ქერცლის წარმოქმნით, ასე რომ ასაკთან ერთად ქერცლის სისქეც იზრდება და იგი ერთმანეთზე მიკრულ ფირფიტებს ჰგავს. სწორედ ამ ფირფიტების მუქი საზღვრებით ე. წ. ასაკობრივი რგოლებით, ითვლიან თევზის ასაკს (10-თ ჯერადი გადიდებისას ეს უკეთესად ჩანს).

6 wlis Tevzis qercli

თევზის ზღდის ტაბულა (ოპტიმარულ პირობებში).

ნაფოტა 1 წლის - 7 გ. 2 წლის - 20 გ. 3 წლის - 40 გ. 4 წლის - 70 გ. 5 წლის - 110 გ.
კარჩხანა 1 წლის - 7 გ. 2 წლის - 40 გ. 3 წლის - 80 გ. 4 წლის - 140 გ. 5 წლის - 300 გ.
კაპარჭინა 1 წლის - 40 გ. 2 წლის - 100 გ. 3 წლის - 250 გ. 4 წლის - 500 გ. 5 წლის - 1100 გ.
გოჭა 1 წლის - 60 გ. 2 წლის - 300 გ. 3 წლის - 800 გ. 4 წლის - 1500 გ. 5 წლის - 3000 გ.
წვერა 1 წლის - 15 გ. 2 წლის - 70 გ. 3 წლის - 150 გ. 4 წლის - 200 გ. 5 წლის - 400 გ.
კალმახი 1 წლის - 10 გ. 2 წლის - 100 გ. 3 წლის - 250 გ. 4 წლის - 400 გ. 5 წლის - 600 გ.
ქარიყლაპია 1 წლის - 50 გ. 2 წლის - 200 გ. 3 წლის - 500 გ. 4 წლის - 1200 გ. 5 წლის - 2000 გ.
ფარგა 1 წლის - 70 გ. 2 წლის - 150 გ. 3 წლის - 300 გ. 4 წლის - 500 გ. 5 წლის - 1200 გ.
ლოქო 1 წლის - 150 გ. 2 წლის - 250 გ. 3 წლის - 1000 გ. 4 წლის - 2000 გ. 5 წლის - 4000 გ.
გუწუ 1 წლის - 20 გ. 2 წლის - 60 გ. 3 წლის - 150 გ. 4 წლის - 300 გ. 5 წლის - 500 გ.
გველთევზა 1 წლის - 7 გ. 2 წლის - 20 გ. 3 წლის - 80 გ. 4 წლის - 150 გ. 5 წლის - 300 გ.
ტობი 1 წლის - 20 გ. 2 წლის - 80 გ. 3 წლის - 150 გ. 4 წლის - 300 გ. 5 წლის - 500 გ.
ხრამული 1 წლის - 20 გ. 2 წლის - 60 გ. 3 წლის - 110 გ. 4 წლის - 200 გ. 5 წლის - 300 გ.
ქორჭილა 1 წლის - 10 გ. 2 წლის - 20 გ. 3 წლის - 60 გ. 4 წლის - 150 გ. 5 წლის - 250 გ.

 

instinqti da gamocdileba

თევზს როგორც ყველა ცხოველური ინსტინქტი აქვს, რომელიც მის გონებას წარმოადგენს, თანდაყოლილი და შეძენილი. საქვირითე მიგრაციები, შთამომავლობის დაცვა, საკვების მოპოვების ხერხები, ეს ყოველივე არის თანდაყოლილი ინსტინქტი, რომელიც თევზებს გამოუმუშავდათ მრავალი მილიონი წლის ევოლუციის განმავლობაში. თევზის შიში უცნობი საგფნების მიმართ განპირობებულია მისი ბუნებრივი სიფრთხილით, რომელიც მას გამოუმუშავდა პირადად დაგროვილი გამოცდილებით.

დაგროვილი გამოცდილების სანახაობრივი ილუსტრაციაა გერმანული იქტიოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი. აკვარიუმში ჩასვეს ქარიყლაპია და შუშით გაყვეს იგი სხვა თევზებისგან. რამოდენიმე უშედეგო იერიშის შემდეგ ქარიყლაპიამ შეწყვიტა მცდელობა, მაშინაც კი როდესაც შუშის დაბლოკვა მოხსნეს. ზესტად ასევე ფრთხილად იქცევა ნემსკავზე უკვე ერთხელ მოხვედრილი თევზი. ამიტომაც იქ სადაც თევზი არ არის შეწუხებული მეთევზეთა პრესინგით იგი უფრო იოლად იჭირება.

იმისთვის რომ თევზი ფრთხილი გახდეს, არ არის საჭირო თვითონ წამოეგოს ნემსკავზე, საკმარისია სხვა თევზის (ნემსკავზე მოხვედრილის) არაბუნებრივი მოძრაობები დაინახოს. ზოგჯერ თევზი სხვის გამოცდილებასაც იყენებს, საკმარისია ერთი კეფალი გადაახტეს მოსასმელ ბადეს და მას უმალ სხვებიც მიყვებიან. თევზის სიფრთხილე მის გამოცდილებასთა მოდის. ამიტომაც ზრდილი თევზებუ უფრო ფრთხილნი არიან და მათი დაჭერაც უფრო ძნელია. ყველა ფრთხილ თევზებს განეკუთვნებიან გოჭა, კაპარჭინა, კალმახი, ქაშაპი. ნაკლებად ფრთხილობენ თეთრულა, ღორჯო და ქორჭილა. ასე რომ თევზის ჭკუა განპირობებულია თანდაყოლილი ინსტრინქტით და შეძენილი გამოცდილებით.

რაც უფრო მეტი ვიცით თევზების და მათი ქცევის შესახებ, მით უფრო მომზადებულები გავალთ უცნობი წყალსატევების დასალაშქრად და მით უფრო იოლად გაუმკლავდებით ჩვენი წყლების ცბიერ გიგანტებს.